დაცვის უფლების უხეში დარღვევა და პანიკური შიშის გამოხატულება - დიმიტრი საძაგლიშვილი უკრაინელი ადვოკატის არშემოშვებაზე

გამოქვეყნდა:

ეს არის დაცვის უფლების უხეში დარღვევა, და ამის არანაირი უფლება არ ჰქონდა სახელმწიფოს და ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მიდიან ყველაფერზე, კადრულობენ ყველაფერს - ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი უკრაინელი ადვოკატის საქართველოში არშემოშვებას.

მისი თქმით, შსს-ს გუშინდელი საქციელი, პანიკური შიშის გამოხატულება იყო.

დიმიტრი საძაგლიშვილი გამოეხმაურა უკრაინის სახალხო დამცველის ვიზიტს საქართველოში, რომელიც ამჟამად მიხეილ სააკაშვილს ხვდება, როგორც საძაგლიშვილი ამბობს, უკრაინის ომბუდსმენს თავადაც შეხვდებიან და მიაწვდიან ყველა იმ უფლების დარღვევის შესახებ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აქვს ადგილი. პირველ რიგში კი შეატყობინებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს მისივე შექმნილი კონსილიუმის დასკვნას საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი