
მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, იმისთვის, რომ ბევრი პოზიცია და ექიმთა სხვა მოსაზრებებიც გაიგონ, ალტერნატიული კონსილიუმი შეიძლება შეიქმნას. ამ თემაზე მან რუსთავის ციხესთან ისაუბრა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის ქვეყანაში არშემოშვება ცხადყოფს, რომ ხელისუფლება ყველა მეთოდს იყენებს, რათა მესამე პრეზიდენტის უფლებები შეილახოს. თუთბერიძე ამბობს, რომ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკური მოტივი დგას.
"განიხილება ალტერნატიული კომისიების შექმნა, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ეს შეიძლება გაკეთდეს არა იმიტომ, რომ კონსილიუმის რომელიმე წევრის კვალიფიკაციასთან ან პატიოსნებასთან აქვს ბატონ პრეზიდენტს პრობლემა, მსგავსი არ არის, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მიხეილ სააკაშვილსაც, ადვოკატებსაც სრული ნდობა გვაქვს", - თქვა შოთა თუთბერიძემ.
მისივე თქმით, დღეს იგეგმება ჰოლანდიიდან და უკრაინიდან ჩამოსული ექიმების ვიზიტიც.