უკრაინის ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სპეციალურ დასკვნას მოამზადებს - დენისოვა პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრას მოითხოვს

გამოქვეყნდა:

უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. მან ცოტა ხნის წინ დატოვა რუსთავის მე-12 დაწესებულება. როგორც ლუდმილა დენისოვამ ციხიდან გამოსვლის შემდგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ის თავის ქართველ კოლეგას შეხვდება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით სასაუბროდ.

დენისოვა ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს კონსილიუმისა და ომბუდსმენის რეკომენდაცია და მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს, მითუმეტეს, რომ მისივე თქმით, არსებობს ამის პრეცედენტები.

დენისოვას თქმით, მოამზადებს და დაწერს ანგარიშ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, რომელსაც უკრაინაში აკრედიტებულ ელჩებსა და ევროპარლამენტარებს გადასცემს და შეხვედრას მოითხოვს პრეზიდენტს ზელენსკისთან.

"ჩემი შეფასებით, ადამიანის უფლებების დაღვევის ფაქტებს ვაწყდებით, ეს ეხება როგორც სამედიცინო მომსახურების მიღებისა და პროცესუალურ ნორმებს, ასევე რწმენის შელახვას, რადგან პატიმარს მღვდელთან შეხვედრის უფლება აქვს. უკრაინაში ჩასვლისთანავე ჩემს ხელთ არსებული ფაქტებით, არსებული ვითარებაზე, ევროპულ ქვეყნების ელჩებს და ევროპულ პარლამენტს ოფიციალურ ანგარიშს გავუგზავნი. ახლა საქართველოს სახალხო დამცველს შევხვდები დარწმუნებული ვარ საერთო აზრზე შევთანხმდებით. ამასთან, პირადად შევხვდები უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმერ ზელენსკის და არსებულ ინფორმაციას გავაცნობ.  

ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არსებულ დარღვევებზე ოფიციალური განცხადებით მივმართავ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას მის სავარაუდო ექსტრადიციაზე, მე ვერ ვისაუბრებ რადგან სასამართლოს გადაწყვტილება არსებობს. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის - განაჩენის გაუქმება მხოლოდ მის მიმღებ ორგანოს შეუძლია." ამბობს უკრაინის ომბუდსმენი

რაც შეეხება ციხის საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციას, როგორც დენისოვა ამბობს, თავადაც და მიხეილ სააკაშვილიც თვლის, რომ იქ ჰოსპიტალიზაცია მესამე პრეზიდენტის უსაფრთხოებისთვის საფრთხისშემცველია.

ლუდმილა დენისოვა გეგმავს შეხვდეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს და მათგანაც მოისმინოს ინფორმაცია, რაც შეეხება ახალ შეზღუდვებს, რომელიც მესამე პრეზიდენტს ციხის ადმინისტრაციამ დაუწესა, დენისოვას თქმით, ახალი ბარიერი მას წერილის გადაცემის საშუალებასაც აღარ აძლევს 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი