მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესასწავლად ალტერნატიული სამედიცინო კონსილიუმი იქმნება, სადაც შესაძლოა უცხოელი ექსპერტებიც შევიდნენ.
დღეს მოქმედ კონსილიუმს ადვოკატები ნაწილობრივ უნდობლობას უცხადებენ. უფლებადმაცველების თქმით, მართალია არსებულ საბჭოში კვალიფიციური ექიმები არიან, მაგრამ მათ რეკომენდაციებს იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციური სამსახური სრულ იგნორირებას უკეთებს.
ალტერნატიული კონსილიუმში ჩართვის მზადყოფნა უკვე გამოთქვა არასამთავრობო ორგანიზაცია ემპათიამ.
უკვე შიმშილობის 27-ე დღეა და მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი უნდა იყოს სამოქალაქო ტიპის მულტიპროფილურ ცე კლასის კლინიაკში. არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება რისკს ქმნის სიცოცხლისათვის. შესაბამისად უკვე იკვეთება არაერთი გარემოება, რომ მისი უფლებები ადეკვატურ ჯანდაცვაზე, არის დარღვეული" ამბობს ემპათიას ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი.
ალტერნატიული კონსილიუმი დღეს უნდა შეიკრიბოს. მარიამ ჯიშკარიანი პირველ რიგში შეხვდება მესამე პრეზიდენტის ადვოკატებს და გაეცნობა როგორც საქმის მასალებს, ისე ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ვინ მიიღებს მონაწილეობას ალტერნატიულ კონსილიუმში. მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მზადაა მოიწვიოს საერთაშორისო ექსპერტებიც საჭიროების შემთხვევაში