
მე შევიტანე განცხადება რომ დამკვირვებელი ვყოფილიყავი ამ არჩევნებზე, მაგრამ უარი მითხრეს ოფიციალურად - განაცხადა რადას დეპუტატმა, იულია კლიმენკომ გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას.
რადას დეპუტატის თქმით, შეეცდებიან მიხეილ სააკაშვილის მონახულებასაც.
ვგეგმავდი, მე შევიტანე განცხადება რომ დამკვირვებელი ვყოფილიყავი ამ არჩევნებზე, მაგრამ უარი მითხრეს ოფიციალურად , სამწუხაროდ, ვერ ვიქნები დამკვირვებელი, რადგან უარი მივიღე. ვგეგმავდი დარჩენას პარასკევამდე, მაგრამ იმის გამო რომ ასეთმა დამოკიდებულებამ იჩინა თავი და შეიცვალა ჩვენი გრაფიკი მთლიანად, დაველოდებით მოვლენების განვითარებას. 27/28 რიცხვში ვგეგმავთ და იმედი გვაქვს რომ მოგვცემენ უფლებას, რომ მოვინახულებთ მიხეილ სააკაშვილს და ეს იქნება ერთგვარი პოზიტიური გადაწყვეტილება, იმ პრობლემისა რის წინაშეც დავდექით და გავიგებთ, მიხეილ სააკაშვილისგან მის მდგომარეობას - აცხადებს იულია კლიმენკო
შეგახსენებთ, რომ რადას დეპუტატები უკრაინიდან დღეს ჩამოვიდნენ. მათგან განსხვავებით შსს-მ აეროპორტიდანვე გააბრუნა ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი, მისი მეუღლე და მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი მოადგილესთან ერთად
ასევე იხილეთ :