მიზეზები არ ამიხსნეს - საქართველოში მიხიელ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი არ შემოუშვეს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი საქართველოში არ შემოუშვეს - ევგენი გრუშოვეცი მესამე პრეზიდენტის საქმეში ჩართვას გეგმავდა, თუმცა უფლებადამცველი საზღვარზე ისე გააჩერეს, რომ მიზეზი არავის აუხსნია. სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ახსნა-განმარტებას მთელი ღამის განმავლობაში თვითმფრინავის ბორტზე ელოდებოდა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო და დილას საკუთარ ქვეყანაში გააბრუნეს.

"ახალ თვითმფრინავის ტრაპზე ვდგავარ, აქ შეიკრიბნენ და მითხრეს, რომ არ მიშვებდნენ ქვეყანაში. მე მათ ავუხსენი ჩემი ჩამოსვლის მიზანი, რომ ჩამოვედი მიხეილ სააკაშვილთან და მის ადვოკატებთან შესახვედრად, თუ რატომ არ მიშვებე ქვეყანაში, ამის მიზეზი არ ამიხსნეს, ჩემი პასპორტი თვითმფრინავის მეთაურს აქვს და მეუბნებიან, რომ დავტოვო ქვეყანა და დავბრუნდე ქვეყანაში", - თქვა ადვოკატმა. 

აღნიშნულზე ოფიციალურ უწყებებს განცხადება არ გაუვრცელებიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი