ნასამართლევი ექიმი, ფსიქიკურად დაავადებული პატიმრები და პატიმრები სანიტრებად - ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება ციხის საავადმყოფოს საფრთხეებზე

გამოქვეყნდა:

ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს - ინფორმაციას ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ავრცელებს და იმ მედიკოსთა შემადგენლობას ასახელებს, რომლებიც ამჟამად იქ მუშაობენ.

საგანგებო მიმართვაში ნიკა გვარამიამ იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში დადგება.

გარდა ამისა, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, კლინიკა ვივა მედი ადასტურებს, რომ პენიტენციური დაწესებულებასთან 2 წლის წინ ხელშეკრულება გაფორმდა და მათთან ყოველწლიურად 2 000-მდე პატიმარი შეჰყავთ, მათ შორის მოშიმშილე პატიმრებიც:

"ჩვენი მოპოვებული ინფორმაციით, თეა წულუკიანმა 2019 წელს მიიღო გადაწყვეტილება რომ ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო გადაეყვანა მილევად რეჟიმში და ყოფილიყო მინიმალური პირველადი დახმარების წყარო, ამის გამო მან 2019 წლის ნოემბერში გააუქმა ქირურგიის, ანესთეზია-რეანიმაციის და ხანგრძლივი მოვლის განყოფილება. რეორგანიზაცია დასრულდა 2020 წლის 10 აპრილს. ციხის მე-18 დაწესებულებაში დარჩა მხოლოდ სამკურნალო განყოფილება. "დაწესებულების მთავარ ექიმად 2 დღის უკან დაინიშნა მანანა ელეპტეროვა, რომელიც მანამდე ციხის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე იყო. 

ჩვენ ხაზს ვუსვამთ საკადრო ცვლილებებს, რომელიც მიმდინარეობს გამალებით.

ასევე, ციხის საავადმყოფოში არის მხოლოდ 2 ქირურგი. ერთი ქირურგი კოტე ჭანტურია სასჯელს იხდიდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბავშვის გატაცებაზე, ჩვენი ინფორმაციით ასეა და მისი მეუღლე გახლავთ კახეთის რეგიონის ოცნების კოროოდინატორი.

​მე ვსაუბრობ ქირურგზე რომელიც იქ იმყოფება, რომელიც ყოფილი პატიმარია და აქვს ინტერესთა კონფლიქტი სააკაშვილის ხელისუფლებასთან და პირადად სააკაშვილთან.

ასევე, ციხის საავადმყოფოში ამ დროისთვის არის 2 თერაპევტი, სამი ინფექციონისტი, 1 ვენეროლოგი, 4 ექთანი მიმღებში და რენდგენს იღებს ლაბორანტი პორტატული აპარატით, ასევე არის 2 ექიმი ფსიქიატრი. 

ეს არის ის მწირი ჩამონათვალი, რომელიც ახლა არის ამ კლინიკაში. 

ამ დღეების განმავლობაში სასწრაფო წესით ხდება კლინიკაში ფუნქციური საწოლების და პორტატიული სარეანიმაციო აპარატების განთავსება საოპერაციო ბლოკში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, აღნიშნული აპარატურა ვერ გახდება ფუნქციონალური სააკაშვილის შესაძლო გადაყვანამდე და ამას გარდა, ამ დაწესებულებას უბრალოდ არ აქვს ლიცენზია ამ მომსახურების შესახებ. ულიცენზიო დაწესებულებაში განიხილავენ სააკაშვილის გადაყვანას. ასევე, არ არსებობენ ამ დაწესებულებაში, რომც შეიტანონ აპარატურა, კომპეტენტური პირები ვინც განახორციელებს სამედიცინო მომსახურებას. 

ამას გარდა, როგორც მე გითხარით, გადაწყვეტილება იყო მიღებული ციხის საავადმყოფოს მაქსიმალური გაწოვის და რეფერალურ კლინიკებში პატიმრების გადაყვანის და დღეს, კლინიკა ვივა მედმა დაგვიდასტურა, რომ ხელშეკრულება პენიტენციურ სამსახურთან 2 წლის წინ გაფორმდა და ყოველწლიურად წლის განმავლობაში 2 ათასამდე პატიმარი მკურნალობს ვივა მედში, მათ შორის მოშიმშილე პატიმრები. 

უმნიშვნელოვანესი ფაქტი მინდა გითხრათ, არ ვაპირებ მე სამედიცინო საიდუმლოების დარღვევას და სახელების და გვარების დასახელებას პაციენტების. კლინიკაში როგორც გითხარით არის 2 ფსიქიატრი, 40-ზე მეტი ფსიქიკურად დაავადებული პატიმარი აქედან უმრავლესობა, დაახლოებით სამი მეოთხედი გადის ე.წ. არანებაყოფლობით მკურნალობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ესენი არიან ფსიქოზიანი პატიმრები მიდრეკლი აგრესიული და ძალადობრივი ზემოქმედებისკენ.

ფსიქიატრიული პატიმრების მკურნალობისთვის აქ არავითარი პირობები არ არის. შესაბამისად, ეს პატიმრები წარმოადგენენ საშიშროებას გარესამყაროსთვის და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო მძიმე დარღვევა, დღეს ციხის საავადმყოფოში არ არიან სანიტრები და მათ ფუნქციას ასრულებენ პატიმრები, რომლებსაც შეთავსებული აქვთ სანიტრების ფუნქცია. ეს არის სრული კატასტროფა. ამ პატიმრებს, რომლებიც სანიტრები არიან, მე არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ნამდვილად, მაგრამ ამ პატიმრებს აქვთ სრული ხელმისაწვდომობა მიხეილ სააკაშვილთან." - ამბობს ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ დაცვის მხარე სრულად გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ციხის საავდმყოფოში, რადგან ფლობენ ინფორმაციას ე.წ. იმიტირებული ბუნტის შესახებ:

"ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1) ციხის საავადმყოფო არის არალიცენზირებული იმ დახმარების აღმოჩენისთვის, რომელიც სჭირდება მიხეილ სააკაშვილს; არ ჰყავთ შესაბამისი სპეციალისტები, რომელთაც შეუძლიათ ამ დახმარების გაწევა, არ აქვთ შესაბამისი ტექნიკა და ახლა ხდება ამ ტექნიკის მობილიზაცია;

2) იქ მომუშავე ექიმების კვალიფიკაცია არ შეესაბამება იმ მაღალ მოთხოვნებს, რომლებიც უნდა წაეყენოს იმ სპეციალისტებს, რომლებიც მოშიმშილე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმსჯელებენ;

3) სრულიად გამოვრიცხავთ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, სააკაშვილის ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას იმიტირებული ბუნტის თაობაზე;

სააკაშვილი უნდა იყოს მუდმივი სტრესის ქვეშ და ე.წ. შუმოკით უზრუნველყოფენ ამას, ანუ იქნება ნონ სტოპ რეჟიმში პატიმრების გასაგებია რა ტექსტებიც და ბრახუნი რკინის მეტალების ნივთების და არავითარი ხმის იზოლაცია არ არსებობს. ეს იქნება სააკაშვილის სმენის არეალში მუდმივად, რაც წარმოუდგენელი ფსიქიური ზეწოლაა  პატიმარზე და რაც მთავარია, როგორც უკვე გითხარით, აქ არიან ადამიანები, ერთი ექიმი მე დავასახელე - ქირურგი კოტე ჭანტურია - იხდიდა სასჯელს ბავშვის გატაცებაზე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს და შეუძლებელია, რომ მის მიუკერძოებლობას და უსაფრთხოებასაც კი რომ ვენდოთ და როგორც ავღნიშნე, მთავარი პრობლემა, ეს არის ფსიქიატრიული პატიმრები, რომლებიც არიან აგრესიული და ძალადობისკენ მიდრეკილები და რომელთა მკურნალობა იქ ვერ ხერხდება და ასევე მათი იზოლაცია გარესამყაროდან ვერ ხერხდება ამ საავადმყოფოში და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საფრთხე - სანიტრები ამ დაწესებულებაში არიან პატიმრები. და ამ სანიტრებს აქვთ სრული ხელმისაწვდომობა ნებისმიერ პაციენტთან, მათ შორის ექნებათ სრული ხელმისაწვდომობა მიხეილ სააკაშვილთან.

კიდევ ერთხელ, ჩენ გვაქვს ვივა მედთან კომუნიკაცია, ჩაწერილი გვაქვს ეს კომუნიკაცია და აუცილებლად მოგასმენინებთ მომდევნო საათებში, სადაც ისინი გვიდასტურებენ რომ ციხის საავადმყოფო არის გამოშიგნული, იქ არაფერი არ არის სპეციალისტების ჩათვლით და ამის გამო უკვე 2 წელია, წელიწადში 2 ათას პატიმარს იღებს სწორედ ეს რეფერალური კლინიკა, მათ შორის მოშიმშილეებს. " - ამბობს ნიკა გვარამია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი მესამე პრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატისა და უკრაინელი ჟურნალისტის, დიმიტრი გორდონის საქართველოში არ შემოშვებას, ასევე უკრაინის სახალხო დამცველის საზღვარზე დაყოვნებასაც გამოეხმაურა.

ნიკა გვარამიას თქმით, ქართულ ოცნებას თავის არარაციონალური ქმედებებით, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიჰყავს 

"ასევე რამდენიმე სიტყვით შევეხები დეპორტაციას მისი ადვოკატის სრულიად უმიზეზო დეპორტაციას მისი ადვოკატის, უკრაინელი ჟურნალისტის, ასევე შეფერხებას საზღვარზე უკრაინელი სახალხო დამცველის და უკრაინელი რადას დეპუტატების, საქართველოს ხელისუფლება გასულია ყველა რაციონალური ფარგლიდან, საქართველოს ხელისუფლებას სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი მიხეილ სააკაშვილისთვის, მაგრამ ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია არა როგორც მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრებისთვის, არამედ ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტები ძალიან დიდ საშიშროებას საკუთრივ ქვეყნის სტაბილურობისთვის და მათ შორის ვხედავთ წარმოდგენილი გვაქვს რუსული ტანკები თბილისში პირდაპირ გეუბნებით ჩვენ ამ სცენარს ვხედავთ და ვფიქრობთ, რომ ქართულ ოცნებას ყველაფერი მიჰყავს სამოქალაქო დაპირისპირების და რუსეთის ე.წ. იძულებითი ინვაზიისკენ საქართველოში. 

ქართული ოცნება, პირადად ბიძინა ივანიშვილი დროზე უნდა მოეგოს გონს და უნდა გააცნობიეროს რო პასუხისმგებლობა არის არა ციხის საავადმყოფოზე, არა რომელიმე დაწესებულებაზე, არა ციხის უფროსზე, არა იუსტიციის მინისტრზე, არც მის პრემიერმინისტრზე, მასზეა ეს პასუხისმგებლობა" - ამბობს ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, საქმეში ჩაერთვება და აშშ-დან საქართველოში ჩამოვა მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი იურისტი, რომელიც აღნიშნულ საქმეზე მთავარი საერთაშორისო სპიკერი იქნება:

ჩვენ ველოდებით აშშ-დან მიხეილ სააკაშვილის იურისტს, რომელიც ძალიან მაღალი კვალიფიკაციისაა და ძალიან მაღალი თანამდებობები ეჭირა ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციაში. ის იქნება მთავარი საერთაშორისო სპიკერი ამიერიდან და ის ისაუბრებს საერთაშორისო რანგითაც და საქართველოს მიმართულებითაც მთავარ საკითხებზე. დიახ, ჩვენ ვაპირებთ რომ ამ ყველაფერს ჰქონდეს უმძიმესი შეფასებები და დავფაროთ ამ შეფასებებით მთელი საერთაშორისო საზოგადოება. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კატეგორიულად გამოვრიცხავთ მიხეილ სააკაშვილის გლდანის დაწესებულებაში გადაყვანას - განაცხადა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი