FDA-მ 5-11 წლის ბავშვების Pfizer-ით აცრა დაუშვა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოს (FDA) მრჩეველთა კომისიამ 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში კომპანიების Pfizer და BioNTech მიერ შექმნილი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცა.

26 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე სპეციალისტებმა განიხლეს, რამდენად ეფექტიანი და უსაფრთხოა მცირეწლოვნებისთვის ეს პრეპარატი. კომისიის 18-მა წევრმა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით პატარების იმუნიზაციას მხარი დაუჭირა, 1-მა კი თავი შეიკავა.

კომპანიებმა ახლახან კლინიკური ცდის შედეგები გაასაჯაროეს. მასში მონაწილეობა 2,268-მა ბავშვმა მიიღო

ცნობილი ხდება, რომ ერთ თვეში, ცდის მონაწილეებს კორონავირუსის მიმართ ისეთივე იმუნიტეტი ჩამოუყალიბდათ, როგორც მათზე მოზრდილებს, რომლებიც კონტროლჯგუფს წარმოადგენდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი