"ოცნებას" ყველაფერი მიჰყავს სამოქალაქო დაპირისპირებისა და რუსეთის ე.წ. იძულებითი ინვაზიისკენ" - ნიკა გვარამია 

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი მესამე პრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატისა და უკრაინელი ჟურნალისტის, დიმიტრი გორდონის საქართველოში არ შემოშვებას, ასევე უკრაინის სახალხო დამცველის საზღვარზე დაყოვნებას ეხმაურება.

ნიკა გვარამიას თქმით, "ქართულ ოცნებას" თავისი არარაციონალური ქმედებებით, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიჰყავს.

ასევე, რამდენიმე სიტყვით შევეხები დეპორტაციას მისი ადვოკატის, სრულიად უმიზეზო დეპორტაციას მისი ადვოკატის, უკრაინელი ჟურნალისტის, ასევე შეფერხებას საზღვარზე უკრაინელი სახალხო დამცველისა და უკრაინელი რადას დეპუტატების, საქართველოს ხელისუფლება გასულია ყველა რაციონალური ფარგლიდან, საქართველოს ხელისუფლებას სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი მიხეილ სააკაშვილისთვის, მაგრამ ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, არა როგორც მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრებისთვის, არამედ ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტები, ძალიან დიდ საშიშროებას საკუთრივ ქვეყნის სტაბილურობისთვის და მათ შორის ვხედავთ, წარმოდგენილი გვაქვს რუსული ტანკები თბილისში.

პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ ამ სცენარს ვხედავთ და ვფიქრობთ, რომ ქართულ ოცნებას ყველაფერი მიჰყავს სამოქალაქო დაპირისპირების და რუსეთის ე.წ. იძულებითი ინვაზიისკენ საქართველოში.  ქართული ოცნება, პირადად ბიძინა ივანიშვილი დროზე უნდა მოეგოს გონს და უნდა გააცნობიეროს, რომ პასუხისმგებლობა არის არა ციხის საავადმყოფოზე, არა რომელიმე დაწესებულებაზე, არა ციხის უფროსზე, არა იუსტიციის მინისტრზე, არც მის პრემიერმინისტრზე, მასზეა ეს პასუხისმგებლობ, - თქვა ნიკა გავრამიამ.

უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვა საქართველოში შემოსვლისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააყოვნეს. ამის შესახებ მან განცხადება თავად გააკეთა.

გარდა ამისა თბილისში არ შემოუშვეს მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი, ასევე მიხეილ სააკაშვილის  მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი