საგანგებო მობილიზაცია გლდანის ციხეში | "ოცნება" სამედიცინო ცენტრის რეორგანიზებას იწყებს - "მთავარის" ექსპერიმენტი

გამოქვეყნდა:

საგანგებო მობილიზაცია გლდანის ციხეში. "ქართული ოცნების" ხელისუფლება სასწრაფო რეჟიმში სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ცენტის რეორგანიზებას იწყებს. სახალხო დამცველის საგანგაშო ანგარიშის შემდეგ განსაკუთრებული აქცენტი რეანიმაციულ გაყოფილებაზე გაკეთდა, სადაც სამედიცინო ტექნიკა დაამატეს.

შეიცვალა ხელმძღვანელობა და რამდენიმე დღის წინ სსპეციალური ბრძანებით დაინიშნა ახალი მედპერსონალი. "ქართული ოცნება" აკეთებს ყველაფერს, რომ 2 წლის წინ თეა წულუკიანის მიერ ფაქტობრივად გაუქმებული გლდანის ციხის საავადმყოფო, ფორმალურად დაამსგავსოს მრავალპროფილურ კლინიკას და მიხეილ სააკაშვილი ციხის კედლებში დატოვოს.

მაგრამ ფაქტები ხელისუფლების გეგმას მაინც აშიშვლებს. ქირურგი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებისას სასჯელს იხდიდა, სანიტრებად გაფორმებული პატიმრები და საავადმყოფოს საჯარო სივრცეები პირდაპირ აჩვენებს, რომ მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხეში გადაყვანის მთავარი მიზანი მასზე ზეწოლის გაძლიერებაა. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი