"ციხის საავადმყოფოს ექიმი კოტე ჭანტურია, სასჯელს ბავშვის გატაცებისთვის იხდიდა" - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" დამფუძნებლისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ციხის საავადმყოფოში მყოფი ორი ქირურგიდან ერთ-ერთი, კოტე ჭანტურია "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სასჯელს ბავშვის გატაცებაზე იხდიდა. 

ციხის საავადმყოფოში არის მხოლოდ 2 ქირურგი. ერთი ქირურგი კოტე ჭანტურია სასჯელს იხდიდა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბავშვის გატაცებაზე, ჩვენი ინფორმაციით ასეა და მისი მეუღლე გახლავთ კახეთის რეგიონის "ოცნების" კოროოდინატორი. ​მე ვსაუბრობ ქირურგზე რომელიც იქ იმყოფება, რომელიც ყოფილი პატიმარია და აქვს ინტერესთა კონფლიქტი სააკაშვილის ხელისუფლებასთან და პირადად სააკაშვილთან, - ამბობს ნიკა გვარამია. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი