მიხეილ სააკაშვილისთვის საპატიმრო პირობების დამძიმება ყოველდღიურად ხდება - ბექა ბასილაია

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო პირობები ყოველდღიურად მძიმდება.

როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, სწორედ ამის მიზეზია ის, რომ მესამე პრეზიდენტი შიმშილობის კიდევ უფრო მძიმე ფორმაზე გადადის და ყველანაირ მკურნალობაზე უარს ამბობს. 

"იქ სადაც მიხეილ სააკაშვილი ამჟამად იმყოფება, ყოველდღიურად ხდება დამძიმება საპატიმრო პირობების. მთლიანად მინის კედელი ამოაშენეს და ფაქტიურად ადვოკატსა და კლიენტს შორის უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობა მოსპეს. ამან მიხეილ სააკაშვილში პროტესტი და ის გადადის შიმშილობის კიდევ უფრო მძიმე ფორმაზე", - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

მისივე თქმით, იურიდიულ გუნდს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მუშაობს, ამერიკელი კოლეგაც უერთდებათ და ყველა ბერკეტს გამოიყენებენ იმისათვის, რომ მესამე პრეზიდენტი პატიმრობიდან გაათავისუფლონ.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც საქართველოში მყოფი იურისტების გუნდი, ასევე, ჩვენ გვიერთდებიან სხვადასხვა წამყვანი ადვოკატები, მათ შორის აშშ-ს დან ჩაერთვება ახლა ადვოკატი, ჩვენი უკრაინელი კოლეგა არ შემოუშვეს, მაგრამ ის საქმეებში იქნება აქტიურად ჩართული. ჩვენ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად გადავდგამთ ყველა ნაბიჯს და ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ", - თქვა ბექა ბასილაიამ. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 28-ე დღეა შიმშილობს. გუშინ მან განაცხადა, რომ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე უარს აცხადებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი