საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ საჭირო დემოკრატიული რეფორმები უნდა გაამყარონ - ჯინ შაჰინი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, სენტორმა თქვა, რომ რუსეთიდან მომავალი საფრთხეების გათვალისწინებით, ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც საქართველო, მოლდოვა და უკრაინაა, დემოკრატიული რეოფრმების გამყარება უნდა გააგრძელონ.

"რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია. ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა მოლდოვა, უკრაინა და საქართველო, უნდა გააგრძელონ რუსეთის ბოროტი აქტივობების უკუგდება, საჭირო დემოკრატიული რეფორმების გამყარებით, რათა ასახონ ხალხის ნება და დააახლოვონ ისინი ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან", - თქვა სენატორმა შაჰინმა.

მანვე აღნიშნა, რომ ტრანსატლანტიკური გაფართოების თვალსაზრისით, რუსეთსა და დასავლეთს შორის, კონკურენციის ცხელი წერტილი სწორედ შავი ზღვაა.

"რეგიონში კონტროლის გასაძლიერებლად და მის სამხრეთ საზღვრებში ნატოს წარმომადგენლობის ასაცილებლად, რუსეთს აქვს ომისა და არალეგალური ტაქტიკის, აგრესიის გამოყენების ისტორია. 2008 წელს, რუსეთმა ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ და არალეგალურად წაართვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები. 2014 წელს, რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, გააღვივა სეპარატისტული აჯანყება დონბასის რეგიონში. ეს არის კონფლიქტი, რომელიც გრძელდება და ყოველდღიურად უდანაშაულო უკრაინელების სიცოცხლეს იწირავს", - განაცხადა შაჰინმა.

ამერიკელი მაღალი რანგის კანონმდებელი ამბობს, რომ რუსეთი მუდამ მზად იყო და კვლავ მზადაა, ნატოს გაფართოების შესაჩერებლად და შავ ზღვაზე კონტროლის გასაძლიერებლად, გამოიყენოს ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური ძალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი