"დასაჭერთა სია" - ოპოზიცია ხელვაჩაურში "ოცნების" კანდიდატის გეგმებსა და კრიმინალურ წარსულზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახლადარჩეული დეპუტატები "ქართული ოცნების" ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის, ზაზა დიასამიძის კრიმინალურ წარსულზე საუბრობენ და ვარდების რევოლუციამდე მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს ახსენებენ.

ოპოზიციის თქმით, ზაზა დიასამიძეს ბრალი ედება ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ცემაში, რის გამოც მერობის კანდიდატი რამდენიმე წლის განმავლობაში ასლან აბაშიძის გარემოცვას აფარებდა თავს. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მალხაზ თავდგირიძე ზაზა დიასამიძეს დაშინებაში, ზეწოლასა და ძალადობაში ადანაშაულებს. მან ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელს შედგენილი აქვს დასაჭერ პირთა სია, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში გამოიყენებს. თავდგირიძე აცხადებს, რომ ამ სიაში პირველი ნომერი თავადაა.

ოპოზიციის წევრი საკრებულოში ასევე ირწმუნება, რომ ზაზა დიასამიძე ხალხის ნაცვლად მეწარმეებს ხვდება და მათ ხმების სანაცვლოდ ტენდერებში გამარჯვებას ჰპირდება. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი