ნოემბრიდან კიევში საზ. ტრანსპორტით მხოლოდ ვაქცინირებული, ან უარყოფითი PCR ტესტიანი მგზავრები ისარგებლებენ

გამოქვეყნდა:

1 ნოემბრიდან კიევში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ ვაქცინაციის მოწმობით ან უარყოფითი PCR ტესტით იქნება შესაძლებელი.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის დახურვას არ ვაპირებთ, ის იმუშავებს, მაგრამ ისარგებლებენ მგზავრები, რომლებსაც აქვთ ვაქცინაციის სერტიფიკატი ან უარყოფითი PCR ტესტი" - აცხადებს უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო 

ცნობისთვის, 1 ნოემბრიდან კიევში, გართულებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი