იოსელიანი პანთეონში, გავრილოვი პარლამენტში, სააკაშვილი ციხეში... ჩვენ ვართ ქართველები! - ზვიად ციკოლია

გამოქვეყნდა:

დიზაინერი ზვიად ციკოლია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

"იოსელიანი პანთეონში, გავრილოვი პარლამენტში, სააკაშვილი ციხეში.

ჩვენ ვართ ქართველები!", - წერს ზვიად ციკოლია Facebook-ზე.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული და უკვე 29-ე დღეა, შიმშილობს. პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის გამო, მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ როგორც ექიმები, ასევე ადვოკატები მის მრავაპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება მესამე პრეზიდენტს მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოს სთავაზობს. ციხის საავადმყოფო მიხეილ სააკშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია, შესაბამისად, ის ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი