"რაღაცას მიწყობდნენ, დაგეგმილი იყო" - ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში გუშინ მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. ზუსტი კვალიფიკაცია უცნობია, თუმცა სამართალდამცავებმა მონაწილე პირები გუშინვე გამოკითხეს. 

ინეზა ფარულვა, რომლის სახლშიც ინციდენტი მოხდა არ მალავს, რომ წლებია ოპოზიციის მხარდამჭერია და გუშინაც კარდაკარის პრინციპით, მოსახლეობას ბროშურებს ურიგებდა. მისი თქმით, სახლში დაბრუნების შემდეგ მასთან მეზობელი დედა-შვილი მივიდა, რომლებმაც პრობლემის გამო დამალვა სთხოვეს. სწორეს ამის შემდეგ მასთან "ქართული ოცნების" მხარდამჭერები შეიჭრნენ. 

ხელისუფლება ინეზა ფარულავას ამომრჩევლისთვის პირადობების წართმევასა და გაყალბების მცდელობაში დანაშაულებს. 

"შემოვარდა მეექვსე კორპუსში ცხოვრობს დედა-შვილი, შემეცდო ისეთი ფერი ჰქონდა, რა არის მეთქი და მეშინიაო, ვინ მოსდევდა არ ვიცი, ვიღაც მომსდევსო, დამმალეო. კარის ბრახუნი გავიგონე, მივედი, მეგურალდ ვუთხარი, კარი გავაღე, პირდაპირ შემოვრდა გიორგი ჯიქია", - ამბობს ის.

ფარულავა ფიქრობს, რომ ჯიქია მის მიმართ პროვოკაციას გეგმავდა და აცხადებს, რომ პირადობის მოწმობები არავისთვის გამოურთმევია. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათი მხარდამჭერებისთვის პირადობის მოწმობების წართმევას "ქართული ოცნება" ცდილობდა. ანი წითლიძის თქმით, მოგვიანებით ისინი მოქალაქებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რაშიც გიორგი ჯიქია, თაზო ფაცაცია და გუგა ლაგვილავა მონაწილეობდნენ. მისივე ინფორმაციით, ჯიქი იმავე დასახლებაში ნარკოტიკულ საშუალებებს არიგებდა, რის სანაცვლოდაც ახალგაზრდებს პირადობებს სთხოვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი