ცენტრ "ემპათიას" დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე და მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა პენიტენციურ სმასახურს, იუსტიციის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება.
როგორც ჯიშკარიანმა აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე რისკის ქვეშაა, ამიტომ აუცილებელია, ის მრავაპროფილურ კლინიკაში იყოს მოთავსებული.
"მდგომარეობა საკმადო მძიმეა და ყოველ წუთას არის მოსალოდნელი სხვადასხვა სახის გართულება, შესაბამისად, მსგავსი პაციენტი რა თქმა უნდა უნდა იყოს მულტიპროფილურ კლინიკაში, ადეკვატური სამედიცინო მომსახურების და ადეკვტური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. საერთოდ მიუღებელია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამდაგვარი მდგომარეობით პაციენტის ყოფნა", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 29-ე დღეა შიმშილობს. მან დღეს კონსილიუმთან თანამშრომლობა გაწყვიტა და უარი თქვა შიმშილობის შესამსუბუქებლად მკურნალობაზე, ასევე, ანალიზების ჩაბარებაზე.
ამავე თემაზე: