
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა, რუზგენ ლოგუამ მოქალაქეებს პასპორტები ჩამოართვა.
წითლიძე ამბობს, რომ ჩამორთმეულ პირადობებს 1 საათში არ დააბრუნებენ, "ოცნების" მერობის კანდიდატს სახლში მიაკითხავენ.
"ზუგდიდში გვაქვს არჩევნები მოგებული.
რაც არ უნდა ქნას ხელისუფლებამ მაინც. ამ წუთებში უბედურებას ჩადიან პირადობის მოწმობებზე სოფლებში.
მაინც არ უშველით. რაც უფრო მეტ ასეთ უბედურებას იზამთ მით უფრო მეტად გაამწარებთ ხალხს.
Mamuka Tsotseria - რუზგენ ლოგუა დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი რომ სოფელ ორულუში მოქალაქეებისთვის ჩამორთმეულ პირადობას ერთ საათში არ დააბრუნებს, შენ დაგადგები სახლში", - წერს ანი წითლიძე.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ზუგდიდში ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" პასპორტების ჩამორთმევსა და გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს.
ამავე თემაზე: