ქოლცენტრები და ტრანსნაციონალური დანაშაული | მილიონებით დაფინანსებული "ოცნება"

გამოქვეყნდა:

ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სქემა, რომელსაც "ოცნების" უმაღლესი ეშელონებიდან მფარველობენ. სწორედ ამ თაღლითური სქემით მდიდრდებიან არამხოლოდ სახელისუფლებო ვერტიკალში მოკალათებული ჩინოვნიკები, არამედ თავად ოლიგარქი, ოჯახთან ერთად და სწორედ ამ შავი ფულით ფინანსდება "ოცნების" საარჩევნო კამპანია.

"მთავარმა" დღეს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის კუთვნილ უკანონო ქოლცენტრს მიაგნო. ოფისი, საიდანაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ძარცვავენ, სუს-ის შენობის გვერდით მდებარეობს. უჩა მამაცაშვილი კიბერდანაშაულის მხოლოდ ერთი რგოლია, საერთაშორისო სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც საქართველოში ჩატარდა შესაძლოა საბრალდებო სკამზე "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატისა და ერთ ერთი ყველაზე მდიდარი ადამნიანის ოჯახის წევრებიც აღმოჩნდნენ, თუმცა ამის შესახებ "ოცნების" პროკურატურას საგანგებო ბრიფინგზე არაფერი უთქვამს. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი