"ქართული კოშმარი" | გერმანული გამოცემა საქართველოზე

გამოქვეყნდა:

"ქართული კოშმარი" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გერმანული გამოცემა Taz.de და "ქართული ოცნებისა" და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ წერს:

"ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის დასრულებისა და ეუთო/ოდირის მიერ ხმის მიცემის პროცესის შეჯამებით გაცხადდა, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული წესით გადაცემა წარმატებული ნაბიჯი იქნებოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, "ქართული ოცნება" ნამდვილ კოშმარს დაემსგავსა. ქართულ პოლიტიკაში ბოლო 12 თვის პროცესების შეჯამებაც საკმარისია იმის გასაგებად, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებებსა და პრინციპებს ემშიდობება", - წერს გამოცემა. 

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ "ჩნდება ეჭვი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით, ციხეში მოშიმშილე მესამე პრეზიდენტი კარგად თუ არ მოიქცევა, სხვა ბრალდებებსაც დაუმატებენ".

გამოცემა წერს, რომ "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო შემოწირულობა ივანიშვილის იმ მოკავშირეებისაგან მიიღო, რომლებსაც მიმდინარე წელს მთავრობამ 40 მილიონ დოლარამდე ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები გაუფრომა.

"თუმცა, საბედნიეროდ, "ქართული ოცნება" სრულიად ქართველი ერის პოზიციას არ გამოხატავს. განსაკუთრებით ახალგაზრდები გამოირჩევიან, რომლებიც იმედს დასავლეთზე ამყარებენ და დემოკრატიულ ღირებულებებსა და პრინციპებს მხარს აქტიურად უჭერენ. მათი მიტოვება უპასუხისმგებლო და დაუდევარი საქციელი იქნება. ამით კი განსაკუთრებით მეზობელი რუსეთი იხეირებს, რომელიც საქართველოზე მუდმივი ჩარევის გზით საკუთარი ზეგავლენის მოხდენას ცდილობს. ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით საკუთარ პოლიტიკას უნდა გადახედოს, რადგან ამისთვის ნიადაგი უკვე მომწიფებულია", - ნათქვამია სტატიაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი