"მივედით და გავიმარჯვეთ" | სასამართლომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მარეგულირებელმა კომისიამ დაადგინა დარღვევა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი კლიპების გამო და განმარტა, რომ ეს წინასაარჩევნო კლიპია. მისივე თქმით, არხმა ეს დავა სასამართლოში მოიგო. 

გაცნობებთ, რომ მარეგულირებელმა კომისიამ დაადგინა დარღვევა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი კლიპების გამო და განმარტა, რომ ეს წინასაარჩვენო კლიპია.

ცხადია, თავისუფლება სააკაშვილს ვერ იქნება საარჩევნო კლიპი, რამეთუ არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ მიემართება. 

მივედით სასამართლოში, ცხადია, სრულიად უიმედოდ, რადგან სასამართლო მარეგულირებელი კომისიის უკანონო მოთხოვნებს ყოველთვის აკმაყოფილებს გამონაკლისის გარეშე.

მივედით და გავიმარჯვეთ. ცვლილებების დროა - წერს ნიკა გვარამია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი