"ვიცი რომ ყველაფერს იყენებს, რისი უფლებაც აქვს" -  კუჭავა მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ამბობს, რომ სახელმწიფოს ყველა მოქალაქის სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი. ასე შეაფასა მან პრემიერის განცხადება თვითმკვლელობასთან დაკავშირებით

"გუშინ პრემიერმა თვითონ გააკეთა განცხადება და განმარტება, მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ სიცოცხლის უფლება არის უფლება, რომელიც ყველა, თითოეული ჩვენთაგანი, განსაკუთრებით ხელისუფლება პასუხისმგებელია იზრუნოს. ამიტომ, თქვენ კითხვასაც რომ იგივე პასუხი გავცე, ექიმების კონტროლია საჭირო თუ შესაბამისი მედიკამენტები, ა.შ. ყველაფერი იქნება გაკეთებული, რომ არცერთ ადამიანს, იმიტომ კი არა, რომ ვიღაცაა და რაღაც თანამდებობა ადრე ეკავა, არცერთ ადამიანს არ შეექმნება საფრთხე, ბოლომდე იქნება ზრუნვა", - თქვა კახა კუჭავამ. 

მისი თქმით, ყველა ადამიანი ვინც ციხეშია თანასწორუფლებიანია და მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა ისეთი იქნება, როგორც სხვა შემთხვევებში.

"თუ გაჩნდება ისეთი საჭიროება, რომელიც აჩვენებს, რომ აუცილებელია კონკრეტული რაღაც დანადგარი, მოვლა, რომელიც იმ დაწესებულებაში არ ხდება გაკეთება, ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, მაგრამ ჯერ ამის საჭიროება არ არის", - თქვა მან. 

კუჭავა ამბობს, რომ პირველად გაიგო, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში უფლებები შეზღუდული აქვს.

"ტელევიზორიც აქვს, ინტერნეტსაც იყენებს და ყველაფერს. მე ეს ინფორმაცია მაქვს. მე ვიცი რომ ყველაფერს იყენებს, რისი უფლებაც აქვს", - თქვა მან. 

რაც შეეხება ციხის საავადმყოფოში უსაფრთხოების დაცვას, კუჭავა ამბობს, რომ გამორიცხული მის მიმართ "რამის განხორციელება" ვინმემ დაუშვას.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 30-ე დღეა შიმშილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი