ე.წ. კაი ბიჭები ახალგაზრდებზე ზეგავლენით ცდილობენ ამ პროცესის განხორციელებას - ბოტკოველი პირადობების ჩამორთმევაზე

გამოქვეყნდა:

პირადობების ჩამორთმევის პრაქტიკა კახეთში - კონკრეტული ფაქტის შესახებ "მთავარ არხს" ერთ ერთი მოქალაქე უყვება. თელავის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი, გიორგი ბოტკოველი ადასტურებს, რომ მსგავსი ფაქტები ხშირია და პროცესში აქტიურად არიან ჩართული ე.წ. ძველი ბიჭები, რომლებიც "საკუთარი მიდგომებით", განსაკუთრებით ახალგაზრდებზე ცდილობენ ზეგავლენის მოხდენას.

მისი თქმით, ეს ყველაფერი გარკვეულ შედეგს იქონიებს არჩევნებზე, თუმცა თუ ამომრჩეველი იაქტიურებს, ხელისუფლებას გაყალბების ნაკლები შანსი ექნება.  

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი