
უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა, რომელიც საქართველოში მესამე პრეზიდენტის, მდგომარეობის შესასწავლად ჩამოვიდა აცხადებს, რომ ხელისუფლების ქმედებები მიხეილ სააკაშვილს მიმართ აშკარა წამება და სიცოცხლის უფლების ხელყოფაა.
ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის უფლებების უხეში დარღვევა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს. ის ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებასა და ორგანიზაციებს, ქართველი მაღალჩინოსნების ქმედებები მკაცრად დაგმონ.
გთავაზობთ განცხადებას სრულად:
"სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა, ხელახალი სასამართლოს პროცესის ჩატარების შესახებ, მოსამართლეებმა დააიგნორეს.
1.მსგავსი ქმედებით ქართული სასამართლო ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის 6-ე მუხლს, რომელიც საქმის, გონებრივ ვადებში, ასევე სამართლიანი და საჯარო განხილვას ითვალისწინებს, არღვევს. მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს მიერ დაუსწრებლად გამოტანილ განაჩენს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად უკვე 29 დღეა შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების ექიმ-თერაპევტი აკონტროლებს, სხვა სპეციალიზირებული მედიკოსები იქ არ იმყოფებიან.
2. მის წინააღმდეგ დარღვეულია გარე სამყაროსთან კომუნიკაციისა უფლება და რელიგიის თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მხრიდან მეგობრებთან და ნათესავებთან ტელეფონით კომუნიკაცია აკრძალული აქვს. ასევე შეზღუდული აქვს მის მიერ არჩეულ მღვდელთან კონტაქტი, რაც პატიმართა მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესების 41-ე მუხლის დარღვევა. დაკავების შემდეგ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების 4 კრიზისული მომენტი ჰქონდა. ის, 6 ექიმისგან შემდგარმა ჯგუფმა, მხოლოდ შიმშილობის 19-ე დღეს მოინახულა. კონსიულიუმის რეკომენდაციით აუცილებელია მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ინტენსიური მეთვალყურეობა. რეკომენდაციიდან გამომდინარე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, მიხეილ სააკაშვილს #18 სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა შესთავაზა, რაც კვალიფიციური ექიმების არარსებობის, აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობისა, კრიმინალური წარსულის მქონე პატიმრების ყოფნის გამო მისი სიცოცხლისათვის სახიფათოა. მედიკოსთან ჯგუფის მიერ 23 ოქტომბერს გაცემული რეკომენდაციით, მიხეილ სააკაშვილის ამ დაწესებულებაში გადაყვანა, მიუღებელია.
3. 2021 წლის 27 ოქტომბერს, ლუდმილა დენისოვას რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიზიტის დროს, მიხეილ სააკაშვილი ფერმკრთალი და დაქანცული გამოიყურებოდა, უჭირდა ლაპარაკი. მან წონაში 14 კილოგრამი უკვე დაიკლო. მიხეილ სააკაშვილმა ლუდმილა დენისოვას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაში დახმარება სთხოვა, სადაც ის თავს უსაფრთხოდ იგრძნობდა და შესაბამის სამედიცინო დახმარება მიიღებდა. იმავე დღეს საღამოს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატის, შემდეგ კი დედის, გიული ალასანიას მეშვეობით, გაავრცელა ინფორმაცია რომ ყოველგვარ სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებდა. 29.10.2021 მიხეილ სააკაშვილმა მის სანახავად მისულ ადვოკატებს განუცხადა რომ სამედიცინო საბჭოსთან თანამშრომლობას წყვეტს და ამიერიდან არ მიიღებს შიმშილობის ხელშემწყობ წამლებს და ანალიზებს არ ჩააბარებს. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ექიმთა ჯგუფის რეკომენდაცია მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია - არ გაითვალისწინა.
4. მიხეილ სააკაშვილის მსგავს გარემოში ყოფნა პატიმართა მოპყრობის მინიმალური სტანდარტის წესის 22-ე მუხლის დარღვევაა, რომელიც სპეციალური სამედიცინო დახმარების მისაღებად შესაბამისი პატიმრების სპეციალურ დაწესებულებებში ან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითვალისწინებს.
5. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ქმედება აშკარა წამება და უკრაინის მოქალაქის, უკრაინის რეფორმების ნაციონალური საბჭოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლების ხელყოფაა, რაც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6, მე-7, მე-9, მე-14 და მე-18 მუხლების დარღვევაა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 2002 წელს რატიფიცირებულ იქნა.
6. საქართველოს მთავრობამ მიხეილ სააკაშვილის უფლებები უხეში დარღვევა დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ქართველი მაღალჩინოსნების ქმედებები, რომლებიც უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებებს უხეშად არღვევს, მკაცრად დაგმონ" - ნათქვამია დენოსოვას განცხადებაში
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 30-ე დღეა შიმშილობს.