თქვენ ხართ მოძალადე და პროვოკატორი - ღარიბაშვილი დეა მამისეიშვილს

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს კვლავ თავს ესხმის.

საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, ღარიბაშვილს "მთავარი არხის" ჟურნალისტმა დეა მამისეიშვილმა სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაწყებულ ახალ გამოძიებასთან დაკავშირებით ჰკითხა - რატომ ემთხვევა მსგავსი გამოძიებების დაწყება ყოველთვის წინასაარჩევნო პერიოდს და რატომ არასდროს ხდება მისი დასრულება. 

"ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დამნაშავე სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას 9 წელი მართავდა, ქურდულად, მალულად შემოიპარებოდა ერთდაერთი მიზნით, რომ აქ მოეწყო რევოლუცია და ქაოსი. ეს მოხდა. ადამიანებს არავითარი ლიმიტი არ გააჩნიათ, მათ ჰქონდათ ასევე დაგეგმილი მკვლელობებიც. ჩვენმა სამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს და მოახდინეს პრევენცია", - თქვა კითხვის პასუხად ღარიბაშვილმა.

დამატებით კითხვებზე, მათ შორის იმაზე, აქვს თუ არა კონკრეტული მტკიცებულებები გამოძიებას, ღარიბაშვილმა პასუხის გაცემა აღარ მოისურვა და ტრადიციულად, ჟურნალისტის შეურაცხყოფაზე გადავიდა.

"ზრდილობა იქონიეთ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი მოძალადე ახლა, პროვოკატორი ხართ. სირცხვილია. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული მცდელობები იყო პროვოკაციის მოწყობის, მათ შორის ზუგდიდში, მაგრამ პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე, მე მინდა მათ მადლობა გადავუხადო და ჩვენ არცერთ პროვოკატორს არ მივცემთ უფლებას, რომ საარჩევნო უბნებზე გარკვეული არეულობა, შფოთვა და ქაოსი შეიტანონ", - მიმართა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი