ფოთში, მე-12 საარჩევნო უბანთან ხმაური იყო. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მიკროავტობუსში მყოფ მმართველი გუნდის კოორდინატორებს ამომრჩეველთა სიები წაართვეს. სიებში მოქალაქეების პირადი ნომრები და გაცემული თანხების შესახებ ინფორმაცია იყო ასახული.
მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბანთან "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი მივიდა, რის შემდეგაც ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალება არ მისცეს და როგორც სიტყვიერი, ისევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სცადეს ტექნიკიც წართმევაც.
"რიგით კოორდინატორს წავართვი სიები, პირადი ნომრებით, სახელით, გვარით და მისამართებით. პირადი ნომრები რაში სჭირდებოდათ თუ არ ამზადებენ ისევ გაყალბებას და ჩაყრას თუ არ აპირებენ იქ?! ესენი არიან კრიმინალები, ნარკომანები, ამათზე დგას ეს მთავრობა. ესენი რომ არა, მთავრობა ვერაფერს გააკეთებდა", - თქვა ენმ-ის წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ. ამის გამო "მთავარი არხის" ჟურნალისტმა პოლიციაში დარეკა, თუმცა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ამ დრომდე არ მისულან.