"ივანიშვილი ცდილობს, მოგვპაროს სახელმწიფო და მიართვას პუტინს" - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ნიუ-იორკში

გამოქვეყნდა:

"თავისუფლება მიშას" - საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები ნიუ-იორკში შეიკრიბნენ.

მათ აღნიშნეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარია და მისი გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

"ვითხოვთ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ახლა თუ არ შეიცვალა საქართველოში მდგომარეობა, შემდგომ შეიძლება ძალიან სავალალო შედეგები გამოიღოს. მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ 2012 წელს, მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ასეთი სახელმწიფოებრივი განცხადებით მიულოცა არჩევნებში გამარჯვება მომავალში მთავრობაში მომსვლელ ძალას. აი ასე სულგრძელად უნდა მოიქცნენ ქართული ოცნების მესვეურები და აღიარონ დამარცხება, არ გააყალბონ შედეგები, რაც ფიქსირდება", - თქვა აქციის მონაწილემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 31-ე დღეა, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა პროტესტის ნიშნად, მკურნალობასა და ანალიზების ჩაბარებაზე კვლავ უარს ამბობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი