ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციის პარალელურად, მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში სპეცრაზმი შეიყვანეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება მიმდინარეობს.

კანცელარიის ეზოში უკვე შევიდა რამდენიმე ყვითელი ავტობუსი, რომლებშიც შესაბამისი ეკიპირებით აღჭურვილი სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. კიდევ ათობით ავტობუსი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზიდან ადმინისტრაციის შენობისკენ ამ წუთებში მიემართება. სპერაზმი მობილიზებულია პარლამენტის შენობის ეზოშიც.

სამართალდამცველების მობილიზება სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირდება, სადაც ოპოზიციის ლიდერები დღეს, 19:00 საათზე, სამოქმედო გეგმას წარადგენენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა არჩევნები ისევ მიიტაცა და ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლას აანონსებენ.

ამავე თემაზე:

ოპოზიცია სამოქმედო გეგმას დღეს, 7 საათზე რუსთაველის გამზირზე წარადგენს

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი