წალენჯიხაში “ქართული ოცნების” დამარცხებულმა კანდიდატმა გოგა გულორდავამ არჩეულ მერს, ოპოზიციონერ კანდიდატს, გიორგი ხარჩილავას წარმატება უსურვა.
"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლიურ ქალაქს, რაიონს, თითოეულ ამომრჩეველს,რომელიც მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა,თანადგომა გამომიცხადა და ამ წლების მანძილზე ერთგულად იბრძოდა ჩემი და ჩვენი გუნდის გვერდით. ჩვენ შევქმენით განვითარების ის სქემა,რომელიც წალენჯიხის კეთილდღეობის ხარისხზე ნათლად აისახა.
წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. ვიმედოვნებ, რომ მისი დღისწესრიგი მისი პარტიისგან განსხვავებით, საქმეზე ორიენტირებული იქნება და თავის მანდატს წალენჯიხას მოახმარს" წერს გულორდავა
შეგახსენებთ, წალენჯიხაში მერის არჩევნებში ენმ-ს კანდიდატმა გაიმარჯვა. გიორგი ხარჩილავამ ხმების 51% მიიღო.