შიმშილობის 31 დღე | მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის ალტერნატიული სამედიცინო კომისია შეიქმნა

გამოქვეყნდა:

უკვე 31 დღეა, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ამ თემაზე გაჩენილი კითხვებიდან გამომდინარე, ორგანიზაცია "ემპათიას" ორგანიზებით შეიქმნა ალტერნატიული სამედიცინო კომისია, რომელიც სხვადახვა პროფილის რამდენიმე ექიმს აერთიანებს. 

ისინი მზად არიან, არამარტო გააკონტროლონ და შეაფასონ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, არამედ, აუცილებლობის შემთხვევაში, მას სამედიცინო დახმარებაც აღმოუჩინონ. 

ალტერნატიული კომისიის შექმნისკენ "ემპათიას" მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ მოუწოდა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი