ამ წუთებში რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტს უფლებადამცველები ხვდებიან. დღესვე მის მონახულებას აპირებენ თანაგუნდელებიც. მთავარი ის გზავნილი იქნება, რასაც ციხიან გამოსული ადვოკატები გამოიტანენ - რას ფიქრობს მიხიელ სააკაშვილი არჩვნების მეორე ტურზე და მიმდინარე მოვლენებზე.
"ბუნებრივია მისი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ამავდროულად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით ვართ უაღრესად შეშფოთებული და დაინტერესებული. ერთი თვე უკვე შესრულდა რაც ის შიმშილობს.
ამავდროულად, ქართველი ხალხის, ქართველი საზოგადოების ვალია და ეს ვალი უნდა შევასრულოთ პირნათლად, რომ პუტინის მძველობიდან მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, საქართველოს მთავარი რეფორმატორი გავათავისუფლოთ კანონიერი გზებით", - თქვა ბექა ბასიალიამ.
მისი თქმით, ადვოკატები აპირებენ ყველა შესაძლო სამართლებირვი გზა, მათ შორის სტრასბურგის სასამართლო გამოიყენონ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 32-ე დღეა შიმშილობს.