გერმანიამ საქართველოს მონოკლონური ანტისხეულები გადასცა. დონაცია 3 000 დოზაზე მეტ კასირივიმაბისა და იმდევიმაბისგან შედგება. მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება კორონავირუსით ინფიცირებული, ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ მოხდება.
მონოკლონური ანტისხეულების საქართველოსთვის გადმოცემა გერმანიის საელჩოს აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.
აღნიშნული მედიკამენტი განკუთვნილია კორონავირუსით ინფიცირებული იმ პაციენტებისთვის, სადაც დაავადება რთულ ფორმებში მიმდინარეობს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი არის ვაქცინაცია, იმისათვის რომ ადამიანები არ დაავადდნენ საჭიროა რაც შეიძლება მეტი პირი აიცრას. ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, რათა პანდემია საქართველოში მომდევნო წელსაც არ გაგრძელდეს", -აღნიშნა გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა.
კასირივიმაბი/იმდევიმაბი ფარმაცევტული კომპანია "როში"-ს მიერ არის წარმოებული.
მედიკამენტები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განთავსდა.