კომისიის წევრებს გაყალბებაზე ინფორმაცია უნდა მოეწოდებინათ, პოლიციამ და სუს-მა გზა გადაუკეტეს, დაემუქრნენ - დეკანოიძე 

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის და ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ზესტაფონიდან წამოსულ საარჩევნო კომისიის წევრებს პოლიციამ, სუს-მა და "ქართული ოცნების" კოორდინატორმა გზა გადაუკეტა.

მისივე ინფორმაციით, ამ ადამიანებს გაყალბების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია უნდა მიეწოდებინათ ოპოზიციისთვის 

"ქუთაისის 90-ე კომისიის წევრები მოდიოდნენ ჩვენს შტაბში შეხვედრისთვის ზესტაფონიდან კონკრეტული ინფორმაციის მოსაწოდებლად გაყალბების შესახებ.

გზაზე პოლიციამ, სუსმა და ოცნების კოორდინატორმა უკანონოდ გადაუკეტეს გზა, არ უშვებდნენ.

ოჯახში მივიდა სუსი და დაემუქრა", - წერს ხატია დეკანოიძე. 

ცნობისთვის, ქუთაისში 2 396 ბიულეტენია ბათილადაა ცნობილი, "ოცნების" კანდიდატმა კი დეკანოიძეს  2 222 ხმით მოუგო. ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი