ბრალდება, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება სიმართლეს არ შეესაბამება - პენიტენციური

გამოქვეყნდა:

პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გორის ჰოსპიტალში იგეგმება და მოკლე კომენტარს ავრცელებს:

"ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ბრალდება, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება სიმართლეს არ შეესაბამება. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან." ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში შესაძლო გადაყვანაზე განცხადება ნიკა გვარამიამ დღეს, რუსთავის ციხესთან გააკეთა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი