"ქართული ოცნების" მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაყალბებისა და საარჩევნო პროცესში არსებული ტოტალური დაშინებებისა და მოსყიდვის შემდეგ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დეპუტატის მანდატს ტოვებენ.
პირველმა, ეს გადაწყვეტილება, "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მიიღო. ამის შესახებ 31 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე თქვა.
მამუკა ხაზარაძის ეს გადაწყვეტილება მაგალითად მოიყვანა დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა. რუსთავის ციხიდან გავრცელებულ მიმართვაში მან ოპოზიციის წევრებს სწორედ მის მსგავსად მოქცევისა და მანდატის დატოვებისკენ მოუწოდა.
მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ, სადეპუტატო მანდატის დატოვების გადაწყვეტილება კიდევ არაერთმა პოლიტიკოსმა მიიღო.
ლევან ხაბეიშვილი და ხატია დეკანოიძე კი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ამ მოწოდებას ეთანხმებიან, მანდატის დატოვებაზეც მზაობას გამოთქვამენ, თუმცა, საკითხთან დაკავშირებით, პარტიის საბოლოო, გუნდურ გადაწყვეტილებას ელოდებიან.
[მასალა განახლებადია]