
ჟურნალისტების გასანეიტრალებლად ხელისუფლებამ "მთავარი არხის" რეპორტიორებს ზუგდიდში პოლიციის მაღალჩინოსნებთან ერთად, მაკონტროლებელი ჯგუფები დაუნიშნა. სენაკში, არჩევნების მეორე ტურზე, "მთავარ არხის'' ჟურნალისტ ემა გოგოხიას და ოპერატორ ზვიად აბლოთიას, ათობით ადამიანი ერთი მიზნით, მათი დისკრედიტაციისა და განეიტრალებისთვის დაყვებოდა.
მმართველი პარტიის წახალისებული მოძაალადეები, ასევე განსაკუთრებით აგრესულები იყვნენ ფოთშიც, სადაც მე-12 საარცვენო უაბნზე მისულ მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს, ქართული ოცნების კოორდინატორები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოცნებას არც "ფორმულას ჟურნალისტები'' დავიწყებია.
გადამღებ ჯგუფებს რეგიონებთან ერთად, თავს ესხმოდნენ დედაქალაქშიც, სადაც აგრესიას ვერავინ მალავდა. თეა თეთრაშვილს კი სენაკში, პირდაპირი ჩართვის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მოგვიანებით, აგრესიული ჯგუფი არც ფიზიკურ ანგარიშსწორებას მორიდებია.
არჩევნების მეორე ტურზე განხორციელებული შტურმის შემდეგ, ხელისუფლება ძალადობრივ მუქარებზე გადავიდა. ამჯერად სამიზნე, ,,მთავარი არხის'' ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი გახდა, რომელსაც სოციალურ ქსელში, ამ დრომდე გაურკვეველი პირი ანგარიშსწორებით დაემუქრა.
ასევე აგრესიული ჯგუფების თავდასხმის სამიზნე გახდა "მთავარი არხის'' ჟურნალსტი გიორგი ახალკაციც.