რუსთავის ციხეში საქართველო მესამე პრეზიდენტს უფლებადამცველები ხვდებიან. დიმიტრი საძაგლიშვილი და შოთა თუთბერიძე მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნობიან და სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე შეჯერდებიან. დღესვე მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს ამერიკელი იურისტიც.
დაწესებულებაში შესვლამდე დიმიტრი საძაგლიშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატის, მამუკა მდინარაძის განცხადებას უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ მოშიმშილე ადამიანი 40 დღე ძლებს და "41-ე დღეს ელოდებიან".
"რაც შეეხება მამუკა მდინარაძის მიერ გუშინ გაკეთებულ სამარცხვინო განცხადებას, სიმართლე გითხრათ, ვინ ვინ და მამუკა მდინარაძე მაინც არ უნდა საუბრობდეს მიხეილ სააკაშვილზე, თუკი გავიხსენეთ რა ბრიფინგებს ატარებდა მდინარაძე პირველ ოქტომბერს და მინიშნებებს ტრუსკავეცზე, კარგად გახსოვთ როგორ დასრულდა ეს ისტორია და ვინ აღმოჩნდა მართალი და ვინ მტყუანი. წესით ის მაინც არ უნდა აკეთებდეს და სპიკერი მაინც უნდა შეხვალონ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, სერიოზულად ვერც კი აღვიქვამთ მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
დილიდან რუსთავის მე-12 ციხეში შესვლას ცდილობდა იურისტი ვალერი გელბახიანი, რომელმაც თქვა, რომ იქ მიხეილ სააკაშვილის თხოვნით მივიდა და უნდა გადაწყვეტილიყო ჩაერთვებოდა თუ არა ისიც საქმეში. პენიტენციურმა მას PCR ტესტის პასუხი დაუწუნა და ახლა ის ხელახალ პასუხს ელოდება.