"რესპუბლიკური პარტიის წევრი" და ფრაქცია "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას უერთდება, თუმცა ფიქრობს, რომ ამისათვის ბოიკოტის რეჟიმში გადასვლა საჭირო არაა.
"ვაცხადებ რესპუბლიკური პარტიის სახელით, პირველ რიგში და ვითხოვ ქართული ოცნებისგან ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალისგან, რომ მესამე პრეზიდენტი გადაყვანილ იქნას სამოქალაქო კლინიკაში. ასევე ვაცხადებ ჩვენი ფრაქციის, რეფორმების ჯგუფის სახელით, რომ მესამე პრეზიდენტი გადაყვანილ იქნას სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გამოკვლევისთვის და არ არსებობდეს ის საფრთხე, რომელზეც ვსაუბრობთ ამდენი დღეა. ჩვენ არ ვთვლით, რომ ამისთვს გამოსავალი არის გვერდზე გადგომა და ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა", - თქვა ხათუნა სამნიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვეს დეპუტატებმა მამუკა ხაზარაძემ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, ნონა მამულაშვილმა, ლევან ვარშალომიძემ და ანი წითლიძემ.
ამავე თემაზე: