აშშ-მ 5 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინით აცრას მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

ამერიკაში 5-დან 11 წლამდე ბავშვების  Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრა იწყება. აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) გადაწყვეტილებას მხარი სრულად დაუჭირა. ქვეყანაში 5-დან 11 წლის 28 მილიონამდე ბავშვი ცხოვრობს.    

ექსპერტები ამბობენ, რომ ახალგაზრდების აცრა აუცილებელი იქნება ნორმალურ ცხოვრებაში დასაბრუნებლად.

FDA-ს ოფიციალურმა პირებმა დაადგინეს, რომ ვაქცინა იყო დაახლოებით 91%-ით ეფექტური Covid-ის პრევენციაში მცირეწლოვან ბავშვებში. კვლევაში სერიოზული გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

5-დან 11 წლამდე ბავშვებს მოზრდილთა დოზის მესამედს გაუკეთებენ, ხოლო მეორე დოზას პირველიდან 3 კვირის შემდეგ.

შეგახსენებთ, აშშ-ში მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყეს 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდების ვაქცინაცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი