სასამართლოს დისტანციურად ჩაატარებაზე უარს ვიტყვით - მიხეილ სააკაშვილს ადვოკატები ხვდებიან

გამოქვეყნდა:

შიმშილობის 34-ე დღე - საქართველოს მესამე პრეზიდენტს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უფლებადამცველები ხვდებიან.

ადვოკატმა გიორგი გელხაურმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. უფლებადამცველებიც და ექიმებიც ახლა იმ ანალიზების პასუხებს ელოდებიან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გუშინ გაუკეთდა.

"დღეს 34-ე დღეა ის შიმშილობს და ლოგიკურიცაა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. აქედან გამომდინარე მიიღო კონსილიუმმა გადაწყვეტილება, მისმა პირადმა ექიმმა, რომ ჩაეტარებინათ გარკვეული ანალიზები", - თქვა გიორგი გელხაურმა. 

რაც შეეხება სასამართლო სხდომებს, ადვოკატი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის უფლებები დარღვეულია, რადგან მისი პატიმრობიდან 34 დღე გავიდა და პროცესი არ ჩანიშნულა ამ დრომდე. მისივე თქმით, თუ შეეცდებიან, სხდომა დისტანციურად ჩაატარონ, დაცვის მხარე ამაზე უარს იტყვის.

ცნობისთვის, დღესვე მიხეილ სააკაშვილს შეხვდება კიდევ ერთი ადვოკატი, ვალერგი გელბახიანი. ის არ გამორიცხავს მესამე პრეზიდენტის დაცვაში ჩაერთოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი