პიჯაკების საქმის მოსამართლე დაიმალა, არ გამიკვირდება, რომ 10-შიც არ ჩაატარონ პროცესი - ბასილაია

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია არ გამორიცხავს, რომ სასამართლო 10 ნოემბერსაც არ ჩატარდეს, ან ის დისტანციურად გაიმართოს.

ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესთან დაკავშირებით კი ბასილაია ამბობს, რომ მოსამართლე "დაიმალა":

"პიჯაკების საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე დაიმალა, და არც კი გვეუბნება როდის ჩანიშნავს პროცესს, მაშინ როდესაც აგვისტოში ძალიან განრისხებული იყო, რომ დროულად გვაქვს ეს პროცესი დასასრულებელიო და მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, დაავიწყდა, რომ დროულად აქვს ეს პროცესი დასასრულებელი" ამბობს ბასილაია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი