დღეს თვალს ვადევნებთ აღვირახსნილ კორუფციას - ზოდელავა "ენერგოტრანსის" გადავადებულ სესხებზე

გამოქვეყნდა:

კომპანია ენერგოტრნსს სახელმწიფო სესხით სარგებლობისთვის რამდენიმე მილიონი უნდა გადაეხადა, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილებით სესხის მომსახურება 2027 წლამდე გადაუვადეს - ვკითხულობთ აუდიტის სამსახურის გამოქვეყნებულ დასკვნაში.

აღნიშნული დასკვნიდან ირკვევა, რომ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში ქართული ოცნების ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები მუშაობენ, მათ შორის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, პარლამენტიდან წასული დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი და დავით ვარდიაშვილი, რომელიც ქვემო ქართლის გუბერნატორისა და  შს მინისტრის მოადგილე იყო.

ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნებიდან, რომლებიც ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში არიან, კითხვებზე მხოლოდ ვანო ზარდიაშვილი პასუხობს და აცხადებს, რომ ახალი მისულია კომპანია "ენერგოტრანსში" და შესაბამისად, ამ სესხების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

აუდიტის სამსახურის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების გამო შეიძლება უვადებდეს ამ კომპანიას სესხების გადახდის ვადას. ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ კორუფციის ნიშნებს ხედავენ. 

ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც აქვს გამოტანილი კრედიტი და რომელმაც დაკარგა ყოველნაირი შემოსავალი და აი ამ დღეებში დაურეკავს უამრავი საბანკო ოფიცერი, უამრავი სპეციალური უწყება, რომელიც არის ფულის ამოღებით დაკავებული და მოთხოვენ ფულის გადახდას, და ამ პროცესის პარალელურად ჩვენ ვხედავთ კომპანიას, რომელშიც არიან მინისტრები, დეპუტატები, ქართული ოცნების ელიტა და რომელიც ყოველგვარი პრობლემის გარეშე ახერხებს, რომ რამდენიმე მილიონიანი სესხი 7 წლით გადაავადოს, - ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი მურთაზ ზოდელავა.

მისი თქმით, დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ აღვირახსნილ კორუფციას. აუდიტის სამსახურის დასკვნაში კი წერია, რომ ეს პროცესი ბევრ კითხვას აჩენს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი