ვინ დაესხა თავს რუსთავში ოპოზიციის აქტივისტს - გიორგი ბალხამიშვილი მომხდარის დეტალებს იხსენებს

გამოქვეყნდა:

რუსთავის ციხესთან მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის შემდეგ, ოპოზიციის ერთ-ერთ აქტივისტს, გიორგი ბალხამიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა. ​აქტივისტს სამმა ადამიანმა სასტიკად სცემა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

ბალხამიშვილმა ერთ-ერთი თავდამსხმელი ამოიცნო, რომელიც მისი თქმით, "ოცნების" აქტიური მხარდამჭერია და სოციალურ ქსელში საკუთარი აზრის გამოხატვის გამო ემუქრებოდა.

"ერთ-ერთია ერეკლე აბზიანიძე, რომელიც გამოირჩევა "ქართული ოცნებისადმი" სიმპათიებით. ინფო რუსთავის გვერდზე ვინც გამოხატავდა კრიტიკულ აზრს "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში, ემუქრებოდა ცხვირ-პირის გაერთიანებით და თავისი დაპირება აღასრულა. მომეპარა უკნიდან, ახლდა ორი ადამიანი, რა დროსაც მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. შენი აქტიურობა Facebook-ზე ჩვენთვის გამაღიზიანებელიაო და ამის გამო მოხდა ეს ანგარიშსწორება", - თქვა ბალხამიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ თვდამსხმელებს პოლიცია აედევნა, თუმცა სავარაუდოდ, მისი დაკავება ვერ მოახერხეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი