"სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადებები არაფერს ნიშნავს" - მიხეილ სააკაშვილს ადვოკატები ხვდებიან

გამოქვეყნდა:

წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ადვოკატები ხვდებიან. უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და ეს მისი წონის კლებიდან გამომდინარე ვიზუალურადაც შესამჩნევია.

ისინი პრეზიდენტის გუშინდელ ბრიფინგსაც ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არაფერს ნიშნავს.

"სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთის ფარგლებში. ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავას, გიორგი რურუას საქმეები ყველას ძალიან კაგრად გვახსოვს, სალომე ზურაბიშვილი თავიდან იყო უარზე, ჯიუტობდა, მაგრამ როგორც კი საერთაშორისო წნეხი იყო, როგორც კი ოპოზიციის მხრიდან იყო ერთსულოვნება, მან მიიღო მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება. შესაბამისად, მისი გუშინდელი განცხადებები არაფერს ნიშნავს, ხვალ და ზეგ, როცა ქართველი ხალხი, მოქალაქეები კიდევ უფრო მკაფიოდ მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ტყვეობიდან გათავისუფლებას, სალომე ზურაბიშვილის ეს პათოსი სადღაც გაქრება", - თქვა ბექა ბასილაიამ. 

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტი ციხეში უკვე 35 დღეა შიმშილობს. ციხეში მის მოსანახულებლად ამ დრომდე ვერ შედის ალტერნატიული ექიმების კონსილიუმი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი