სისასტიკით იმეტებენ მიხეილ სააკაშვილს სასიკვდილოდ, იქნებ ამან გამოაფხიზლოს ხელისუფლება - ელენე ხოშტარია შიმშილობაზე

გამოქვეყნდა:

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო, ამბობს, რომ მმართველი გუნდი საქართველოს მესამე პრეზიდენტს სასიკვდილოდ იმეტებს.

როგორც ხოშტარიამ "მთავარ არხთან" საუბრისას აღნიშნა, პროტესტის უკიდურეს ფორმას იმ იმედით მიმართა, რომ ხელისუფლება გამოფხიზლდეს და მიხვდეს, რამდენად საშიშია ადამიანის სიცოცხლესთან თამაში.

"ქართული ოცნება" აბსოლუტური სისასტიკით იმეტებს მიხეილ სააკაშვილს საკუთარი ზიზღის თუ კიდევ სხვა მიზეზების გამო პრაქტიკულად სასიკვდილოდ. ეს არის ცეცხლთან თამაში და ადამიანურ ფაქტორს რომ თავი დავანებოთ, ვინც არ უნდა იყოს, ასეთი მოპყრობა პატიმრის მიმართ დაუშვებელია. მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის რისკები არის დიდი რყევა და რისკები ქვეყნისთვის მთლიანად. რაც უფრო დრო გადის, ეს რისკები იზრდება და მე გადავწყვიტე, რომ ამ არა სასურველ, მაგრამ უკიდურეს ფორმას მივმართო, რომ იქნებ ამან გამოაფხიზლოს ხელისუფლება და მიხვდნენ, რომ სიცოცხლესთან თამაში საშიშია ყველასთვის. ამ სიტუაციიდან ვერავინ გამოვა მოგებული თუ უბედურება მოხდება.

გამოსავალი არის უმარტივესი, ომბუდსმენიც ამას ამბობს, ექიმებიც, კანონშიც ეს წერია, რომ ის იყოს მრავალპროფილურ კლინიკაში. ამიტომ ავირჩიე ბრძოლის ეს ფორმა და იმედი მაქვს, რომ შედეგს მივაღწევ", - თქვა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, პარტია დროას ლიდერმა შიმშილობა გუშინ დაიწყო. მისი განცხადების შემდეგ, შიმშილობა დაიწყო "სტრატეგია აღმაშენებლის" კანდიდატმაც. გარდა ამისა, გვიან ღამით პარლამენტთან 6 მოქალაქე მივიდა და პროტესტის უკიდურეს ფორმას ისინიც შეუერთდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი