მე ქალბატონი პრეზიდენტის განცხადებების შეფასებას, ალბათ არასწორია რომ გავაკეთო. მე ქალბატონ პრეზიდენტს დიდი მადლობა გადავუხადე ოფიციალურად მისი განცხადებისთვის, რაც გუშინ გააკეთა პანდემიასთან და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ზოგიერთი პოსტულატი მეც ხშირად გამიჟღერებია, იცით, რომ მომხრე ვარ ზოგიერთ ჯგუფებში, მათ შორის ჩემს კოლეგებსა და მასწავლებლებში ვაქცინაციის სავალდებულოობის, მაგრამ ეს საკითხი არ არის მარტივად გადასაწყვეტი.
ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა, რისკჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია და ე.წ. მწვანე პასპორტებზე მუშაობა დაიწყონ.