ნინო წილოსანის აზრით, ელენე ხოშტარია შიმშილობით "სახელმწიფოს აშანტაჟებს"

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ნინო წილოსანის აზრით, ელენე ხოშტარია შიმშილობით სახელმწიფოს აშანტაჟებს და "ამ საქციელს ნამდვილად ვერ მოუწონებს".

"რას აკეთებს ამითი, თუ ის აშანტაჟებს საზოგადოებას და სახელმწიფოს, ნამდვილად ვერ მოვუწონებ ამას. ეს არის შანტაჟის ფორმა იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, ან ამ შემთხვევაში შესაბამისმა სტრუქტურამ არ მიიღო ამის გადაწყვეტილება. ძალიან გთხოვთ, ნუ აპელირებთ იმით, რომ რომელიმე პროცესში ქალი მონაწილეობს და ეს აპრიორი რაიმეს შეიძლება ამართლებდეს, ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელიც აშანტაჟებს სახელმწიფოს", - თქვა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ პარლამენტში შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. ის მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს და ამბობს, რომ მხოლოდ წყალს მიიღებს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი