
პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი განმარტავს, რა მექანიზმი არსებობს საპატრიარქოში პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით.
ბოტკოველმა აღნიშნა, რომ პატრიარქს შეწყალების უფლებამოსილება არ აქვს და ასეთ საკითხებზე ხელისუფლებას მხოლოდ რეკომენდაციებით მიმართავს. მისივე თქმით, შეწყალების რეკომენდაციას საპატრიარქო ძირითადად მსუბუქი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულებზე გასცემს.
"მინდა განგიმარტოთ, რომ მის უწმინდესობას არ აქვს ესეთი უფლებამოსილება, რომ თვითონ შეიწყალოს. მან უნდა მიმართოს, რა თქმა უნდა, მოქმედ ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში პრეზიდენტს. [...] მაგრამ მისი შუამდგომლობით, ეკლესიის შუამდგომლობით, რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები ყოფილა, მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში. უნდა შეგახსენოთ ისიც, რომ საპატრიარქოში არსებობს ასეთი განყოფილება, სადაც ხდება ამა თუ იმ პატიმარზე შემოტანა შესაბამისი დოკუმენტაციის და განხილვის შემდეგ ეს საბუთები გადაიგზავნება იუსტიციის სამინისტროში, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, როდესაც არის სკითხი პატიმარის შეწყალებასთან დაკავშირებით. მე არ ვიცი ამას უფლებადამცველები როგორ გაიგებენ და რას ფიქრობენ ისინი", - თქვა მამა მუქალემა.
პატრიარქის მდივანმა კომენტარი ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა, რომლებიც დაინტერესდნენ, თვლის თუ არა საჭიროდ საპატრიარქო, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართოს.
ამავე თემაზე: