
ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციით, ციხის სამედიცინო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არასათანადოდაა შეფასებული
"ჩვენ არ ვასაჯაროებდით ამ ინფორმაციას. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით, ციხის სამედიცინო დოკუმენტაციით, იქ არ არის საკმარისი გამოკვლევები, არ არის შეფასებული გარკევული მონაცემები ადეკვატურად" ამბობს მარიამ ჯიშკარიანი "დღის სტუმრის" ეთერში საუბრისას
მისი თქმით, აქ უკვე იკვეთება არასათანადო მოპყრობა და ადგილი აქვს ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევას, რაც წამება და არასათანადო მოპყრობას ნიშნავს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ალტერნატიული კონსილიუმის წევრ ექიმებს ამ დრომდე არ ეძლევათ საშუალება მესამე პრეზიდენტთნ შესვლის.
პენიტენციურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა დემურიშვილი ამისთვის წინაპირობებს აყენებს და ექიმების პერსონალურ მონაცემებს ითხოვს.